სიახლები

15-11-2017 შეხვედრა აწსუ–ს სამედიცინო ფაკულტეტის დეკანთან

2017 წლის 15 ნოემბერს პროექტ,,ბიოქიმია მომავლისათვის" ფარგლებში პროექტის წევრები და დაარსებული სამეცნიერო კლუბების წევრებს შეხვდა აწსუ–ს მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებს: 1. ირინე ფხაკაძე ასოც. პროფესორი მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. 2. თამარ ვალიშვილი ასოც. პროფესორი კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 3. გიორგი მღვდელაძე კლინიკური უნარ-ჩვევების ლაბორატორიის სპეციალისტი 4. მედიცინა +PBL მე-2 კურსის სტუდენტები ქ–ნ ირინემ დეტალურად გააცნო ახალგაზრდებს ფაკულტეტის ძირითადი მიმართულებები და პროგრამები, ისაუბრა გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე, მთავარ მიღწევებზე და მიზნებზე. შეხვედრის დასასრულს პროექტის წევრებმა დაათვალიერეს კლინიკური უნარ–ჩვევების ლაბორატორია სტუდენტების კოორდინირებით.

ნანახია 1820-ჯერ